Back to photostream

მსვლელობა მუხრანში - Long Short Walk In Mukhrani

საგზაო უსაფრთხოების კვირეულის დახურვა და ბოლო მსვლელობა

* * *

არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ინიციატივით, გაეროს მეორე საგზაო უსაფრთხოების კვირეულის კამპანიის ფარგლებში 13 მაისს მუხრანში მსვლელობა მოეწყო, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას მიეძღვნა. მსვლელობა გაიმართა მუხრანის პირველი საჯარო სკოლის ტერიტორიიდან ცენტრისკენ.

წელს კვირეული ფეხითმოსიარულეთა უფლებების დასაცავად იმართება. კამპანიის მიზანია "უსაფრთხო გზები ყველასთვის". მუხრანში მსვლელობა მუხრანის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ბურის" მხარდაჭერით განხორციელდა. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა. მონაწილეებს ეცვათ სპეციალური მაისურები, მათ ასევე დაურიგდათ სამახსოვრო საჩუქრები - საგზაო უსაფრთხოების აქსესუარები.

გაეროს მეორე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, მსვლელობები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. გლობალურ კამპანიას საქართველოც შეუერთდა. შეგახსენებთ, მსვლელობები გაიმართა თელავში, ბათუმში, ლაგოდეხში, ნინოწმინდასა და თბილისში.

* * *

www.safedrive.ge/ge/საგზაო-უსაფრთ...

 

* * *

 

Close of the Road Safety Week and Last Walk

* * *

In the framework of the UN Second Road Safety Week, on the 13th of May, the Long Short Walk was organized in Mukhrani. The walk was implemented with the initiative of the foundation "Partnership for Road Safety". The walk started from the 1st Public School through the central streets.

In 2013, the Road Safety Week is dedicated to the pedestrians’ rights. The goal of the campaign is "Safe Roads for All". The walk in Mukhrani was managed with the help of the Civil Club "Boer" of the 1st Public School. Schoolchildren, teachers, Patrol Police officers and interested citizens were involved in the walk. The participants wear the special T-shirts, and they received the presents – road safety accessories.

Within the UN Second Global Week, the walk is organized in the different cities of the world. Georgia also joined the global campaign. The walk was in Telavi, Batumi, Lagodekhi, Ninotsminda and Tbilisi.

* * *

www.safedrive.ge/en/close-of-the-road-safety-week-and-las...

676 views
0 faves
0 comments
Uploaded on May 17, 2013