Back to photostream

მსვლელობა ბათუმში - Long Short Walk in Batumi

გაეროს მეორე საგზაო უსაფრთხოების კვირეული და მსვლელობა ბათუმში

* * *

არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ინიციატივით, გაეროს მეორე საგზაო უსაფრთხოების კვირეულის კამპანიის ფარგლებში 10 მაისს ქალაქ ბათუმში მსვლელობა მოეწყო, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას ეძღვნება. მსვლელობა გაიმართა ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან 6 მაისის პარკამდე რუსთაველის ქუჩის გავლით.

წელს კვირეული ფეხითმოსიარულეთა უფლებების დასაცავად იმართება. კამპანიის მიზანია "უსაფრთხო გზები ყველასთვის". ქალაქ ბათუმში მსვლელობა ქ.ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ბალავარის" მხარდაჭერით განხორციელდა. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლებმა, და დაინტერესებული მოქალაქეებმა. მონაწილეებს ეცვათ სპეციალური მაისურები, გამვლელებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები და აქსესუარები.

გაეროს მეორე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, 6-12 მაისს მსვლელობები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. გლობალურ კამპანიას საქართველოც შეუერთდა. შეგახსენებთ, 29 აპრილს მსვლელობა თელავშიც გაიმართა.

* * *

www.safedrive.ge/ge/გაეროს-მეორე-

269 views
0 faves
0 comments
Uploaded on May 17, 2013