Back to photostream

სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში’’ 6000 ადამიანია დასაქმებული

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა’’ 2005 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. დღესდღეობით, საწარმოში 6000 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 1000 ლარზე მეტია. ,,დელტას’’ თანამშრომლები სხვადასხვა სოციალური ბენეფიტებით სარგებლობენ.

 

,,დელტაში’’ გაერთიანებულია რამდენიმე მსხვილი საწარმო, მათ შორის ,,თბილავიამშენი’’, რომელიც ქართულ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს. საწარმოში 15-მდე სახეობის იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა მზადდება.

 

,,დელტაში’’ იწარმოება საქართველოს შეიარაღებული ძალების სიამაყე მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა ,,ლაზიკა’’. მხოლოდ ,,ლაზიკას’’ წარმოებაზე ასამდე სპეციალისტია დასაქმებული. მთლიანობაში, ქართული იარაღისა და ტექნიკის წარმოებაზე 1500 ადამიანი მუშაობს.

 

,,დელტაშია’’ ასევე დამზადებული ჯავშანმანქანა ,,დიდგორი’’, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და უპილოტო საჰაერო აპარატი.

 

იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოების დაწყებამდე, ტარდება კვლევები და ნიმუშების მეცნიერულ დონეზე დამუშვება ხდება. ,,დელტაში’’ გაერთიანებულია 6 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც სამოქალაქო და სამხედრო კვლევები მიმდინარეობს. ფიზიკის, მანქანათა მექანიკის, სამთო, მეტალურგიის, ოპტიკისა და ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტებში დასაქმებულ 400-ზე მეტ მეცნიერს საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული იარაღის წარმოების განვითარებაში.

 

როგორც ,,დელტაში’’ იარაღის წარმოებაზე დასაქმებული ადამიანები აცხადებენ, მათთვის დიდი პატივია საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესში და ამავდროულად, საკუთარი საქმიანობით სარგებელი მოუტანონ ოჯახებს.

 

Military Scientific-Technical Centre “Delta” of Ministry of Defence was established in 2005 on the basis of the Decree of the Georgian president. Currently, the number of enterprise personnel is 6000, whose average salary amounts to over GEL 1000. “Delta” employees also enjoy different social benefits.

 

“Delta” incorporates several large enterprises, including “Tbilaviamsheni”, which manufactures Georgian armament and combat technique. The enterprise works on production of around 15 series of weaponry and military equipment.

 

“Delta” produces the tracked infantry fighting vehicle “Lazika”, which is the Georgian pride. 100 specialists are employed in “Lazika”`s manufacturing process. In total, 1500 personnel are involved in the production of the Georgian armament.

 

The other Georgian armament- multiple rocket launcher system, armored infantry vehicle “Didgori” and unmanned aerial system are also the products of “Delta”.

 

Before launching production of weaponry and military technique, scientific researches and processing of models are conducted in the enterprise. “Delta” incorporates 6 scientific-research institutes, which carry out civil-military research activities. More than 400 scientists working in the institutes of Physics, Auto Mechanic, Mines, Metallurgy, Optics and Nanotechnology provide their share of contribution in the national military industry development.

 

According to the “Delta” employees, it is a great honor for them to take part in the development of armed forces and to bring benefit to the Georgian families by their activities.

399 views
0 faves
0 comments
Uploaded on September 3, 2012
Taken on September 3, 2012