განათლების საერთაშორისო ცენტრისა და ა.თ.ე.ა-ს ხელშეწყობით, 20 საჯარო მოხელე საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას (30/06/25) With the support of the International Education Center and NALAG, 20 public servants will participat
by tkereselidze
GEO/ENG
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მხარდაჭერით, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული 20 საჯარო მოხელე საბერძნეთში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში „ევროკავშირის სწავლების ფუნდამენტური საკითხები“, რომელსაც ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO) ახორციელებს. მონაწილეები შეირჩნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებული სამეტაპიანი კონკურსის გზით, რომელიც EPLO-სა და ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლასთან (ELGS) თანამშრომლობით განხორციელდა.
სასწავლო კურსი გაიმართება 7-18 ივლისს, ათენსა და ლეგრანაში – ევროპული დემოკრატიისა და სამართლის ისტორიულ ცენტრებში. მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ევროკავშირის ინსტიტუციური სისტემის, კანონმდებლობის, სასამართლოსა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტიპენდიანტებს გადაეცემათ EPLO-ს სერტიფიკატი.
With the backing of the International Education Center (IEC) and the National Association of Local Authorities of Georgia (NALAG), 20 public servants employed in local self-governments will travel to Greece to participate in the international training program “Fundamental Issues of EU Studies,” organized by the European Public Law Organization (EPLO). The participants were selected through a three-stage competition organized by the IEC in collaboration with the EPLO and the European Law and Governance School (ELGS).
The training course will take place from July 7 to 18 in Athens and Legrana, historic centers of European democracy and law. Participants will gain knowledge about the institutional system of the European Union, its legislation, judicial processes, and matters related to Georgia’s European integration. Upon successful completion of the course, participants will receive a certificate from the EPLO.