ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელებმა სახალხო დამცველის ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა (22/06/25) NALAG Leaders Participated in a Meeting Organized by the Public Defender
by tkereselidze
GEO/ENG
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, 20-22 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც წყალზე უფლების საკითხებს, კერძოდ, წყლის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გამოწვევების განხილვას, ასევე, ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაზე მსჯელობას დაეთმო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, სადაც სახალხო დამცველის აპარატმა 2024 წელს წყლის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები და შეფასებები განახორციელა.
შეხვედრის ორგანიზატორებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ვიცე-პრეზიდენტმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მანანა ნარიმანიძემ და ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.
A working meeting was held in Borjomi Municipality from June 20-22, organized by the Public Defender’s Office of Georgia. The meeting was dedicated to discussing issues related to the right to water, specifically addressing challenges concerning water accessibility and quality, as well as exploring solutions to these problems. The event was attended by representatives of municipalities where the Public Defender’s Office conducted working meetings and assessments on water accessibility and quality in 2024.
Alongside the meeting organizers, welcoming remarks were delivered to the audience by Manana Narimanidze, Vice-President of the National Association of Local Authorities of Georgia (NALAG) and Mayor of Dusheti Municipality, and Nino Rukhadze, Executive Director of NALAG.