Back to photostream

ტბეთი / Tbeti Monastery

Tbeti Monastery is a medieval Georgian monastery located in Artvin Province, Turkey. It was built in the 10th century.

 

Tbeti Monastery, medieval Georgian Orthodox monastery in Historical Southern Georgia, was an important cultural hub of medieval Georgia. A number of hagiographical works were created by the monks living there.

 

It is Located in modern Turkey, on the right bank of the river Imerkhevi, 15 kilometers away from the town Shavsheti.

 

The monastery of Tbeti included several monasteries, but nowadays only the ruins of the main church still remain.

 

The monastery was active in the second half of the XVII century, after which the local population opened a Muslim shrine in the building which was functioning until the end of the XIX century. In 60 years of XX century Georgian temple of Tbeti was blown up.

 

ეს ნოველა შესულია ფ. ბაიყურთის კრებულში „ფიქრის გორა“, რომელიც 1974 წელს გამოიცა თურქეთში. წიგნი რეპორტაჟის ხასიათს ატარებს. ავტორი წამოჭრის მთელ რიგ საჭირბოროტო საკითხებს თურქეთის ცხოვრებიდან. „ჯევიზლის ეკლესია“ ერთ-ერთი მათგანია.

ჯევიზლის (თურქ. კაკლიანი) ეკლესიას X საუკუნეში აგებულ შავშეთის მშვენებას - ტბეთის ტაძარს უწოდებენ.

„ჯევიზლის ეკლესია

არავინ იცის, თუ რამდენი წლისაა ეს უზარმაზარი ნაგებობა, იქნებ ათასის და იქნებ უფრო მეტისაც. ზოგი რას ამბობს და ზოგი რას. ჯევიზლი კი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, კაკლიანი სოფელია. კაკლები მაისის თვეში ყალყზე დგებიან. ვაშლი, ქლიავი, ჭერამი, ნაზი ტირიფები. ამდენ სიმწვანეში შორიდან ძნელად თუ შენიშნავ ამ შენობას. მის სიდიადეს კი მხოლოდ მაშინ აღიქვამ, როდესაც მიუახლოვდები, შიგნით შეხვალ და მაღლა აიხედავ. ძველი ეპოქის, აქ მცხოვრები ხალხის, მათი დაკარგული სარწმუნოების, მათი ცივილიზაციის ნაშთია იგი. შეუდარებელი სილამაზისაა ეს ეკლესია.

მაგრამ რად გინდა, არ კი გაახარეს! სიხარბე და უჭკუობა მარტო სოფლელების თვისება კი არ არის, არამედ განათლებული, ნასწავლი, დიპლომიანი ადამიანებისაც... ახლა ეს ადგილები ქვისა და ღორღის გროვებითაა სავსე. იმდენი ქნეს, რომ მხოლოდ ერთი გუმბათი, ერთი კედელი და ორი სვეტიღა შემორჩა, ხვალ ესეც აღარ იქნება. ამ სახითაც კი ძალიან მომხიბლავია ჯევიზლის ეკლესია.

„ძალიან ნაგებობა კი ყოფილა, ჩემო ბატონო! კიდევ კარგად გაუძლია! სახელს არ დავასახელებ და ერთმა ყაიმაქამმა სამოცი დინამიტი ააფეთქებინა მისი საძირკვლის კედელთან! მაგრამ დანგრევა რაა, არც კი შეინძრა ეკლესია!“

სამოცი დინამიტი, სამოცი! თანაც წარმოიდგინეთ, რომ მათ ყაიმაქამი აფეთქებს, აბა, რომელი შენობა გაუძლებს, რომელი არ დაინგრევა?!

ჩვენი ხალხი ცხვარივითაა: ეტყვი, დაანგრიეო, დაგიჯერებს და დაანგრევს. ილჩეში, ჟანდარმერიის უფროსისათვის სახლი უნდა დაედგათ. რაღა თქმა უნდა, მის სახლს ჩვეულებრივ ქვას ხომ არ აკადრებდნენ? ამისათვის გამოთლილი, სწორი. ქვებია საჭირო. ასეთი ქვები კი ბაზარზე არ იყიდება, აბა რისთვის დგას ჯევიზლის ეკლესია? ის რომ ასე დაინგრეს და განიავდეს, განა უფრო ჭკვიანური არ იქნება? - თანაც რა საჭიროა ამ ადგილები რო აი ისტორიულ ძეგლთა დაცვის კანონი?... ეჰ, მოგცლია ერთი და! აქვს კი რაიმე კავშირი ჩვენს ისტორიასთან? აბა რა, დავდგეთ და გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ გიაურთა ამ დიდების ნიშანს?

დღეს, დაუნგრეველ კედლებზე, ადამიანის სიმაღლეზე უფრო მაღლა, წმინდა მამების საუცხოო ფრესკებია შემორჩენილი. შეკრებილან, შუაში შედარებით უფრო დიდი მამაკაცის გამოსახულებაა, ცნობილ „მოსეს ქანდაკებას“ გვაგონებს. ფიქრებში ჩაძირული კაცივით გადახრილა წინ, ხელში წიგნი უჭირავს როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი პიროვნებაა. სხვები, მის გარშემო დიდის კრძალვითა და მოწიწებით დგანან. მათაც წიგნები უჭირავთ. მათ მოწიწებაში რაღაც დაუფარავი სიამაყე გამოკრთის. ეს დიდი ერუდიციით გამოწვეული სიამაყეა. ნეტავ, რა საღებავებით დახატეს, რომ არც ხაზები გაფუჭებულა და არც ფერებია გახუნებული?! ცოცხლად, უდრეკად დგანან ამ გადარჩენილ კედლებზე.

წმინდა მამების თავებს ზემოთ, ფრინველის მსგავსი ფრთიანი პეპლები ხატია. განცალკევებით მოჩანს ნახევრად „ადამიანის, ნახევრად ცხოველის მსგავსი ლამაზი ასული. ეს ცნობილი „თამარი“ ყოფილა. სხვა კიდევ რა იყო, ვინ იცის! სულ მალე ესეც გაქრება.

„სამოცი დინამიტი ააფეთქეს, ჩემო ბატონო, და არ დაინგრა, მერე. ცოტაც მიუმატეს და ძლივს დაანგრიეს. მხოლოდ მერეღა მოიტანეს დანგრევის ბრძანება“.

დღეს შემორჩენილი კედლის ნაწილები შემურულია. „ფრესკების დასაფარავად შიგ ცეცხლი დაუნთიათ, მაღალი კიბე რომ ეშოვნათ, ავი- დოდნენ და გადაფხეკდნენ კიდეც, ცეცხლის დანთებით კი მხოლოდ ესღა მოუხერხებიათ. ეჰ, შენ ეს დანგრევამდე უნდა გენახა! ამ შენობის სიმაღლე! სილამაზე!.. პირი ღია დაგრჩებოდა. შიგნით შესვლისას სასიამოვნო სიგრილეს გრძნობს ადამიანი“.

ეს სარდაფიაო, ამბობენ. სარდაფებისკენ მიმავალი გზები და კარები ქვასა და ღორღს გადაუკეტავს.

„შიგნით უამრავი ქვევრი ყოფილა. თითოეული თხუთმეტფუთიანი. მე ჩემდათავად, შვიდი ქვევრი ამოვიღე. სახლში მაქვს. იმხელებია, რომ თუ გინდა ჩადი, დადექი და ხელებიც გაშალე, ნეტავ როგორ გააკეთეს?! როგორ ამოზიდეს?! იმდენად გამძლეა, რომ პაპიდან შვილიშვილს და მის შვილიშვილსაც გაჰყვება. კარგი, გააკეთეს, მაგრამ სადღა შოულობდნენ ამ ქვევრების ასავსებ ღვინოს?! ახლა, არც ჯევიზლში და არც მის ახლო-მახლო, ერთი მტევანი ყურძენიც კი არ მოდის მართლაც, საკითხავია, საიდან მოჰქონდათ ამდენი ღვინო? გზა? ძველადაც ჭირდა აქ სიარული“.

ქვები... მთლიანნი, ადამიანის სიმაღლეზე უფრო მაღალნი, განიერნი, სწორნი. შენობა მთლიანად ასეთი ქვებითაა აშენებული. ერთი ბეწო ხეც არ გამოუყენებიათ. ერთი დიდი გუმბათია... მის გვერდით კი მთელი რიგი პატარა გუმბათები. ყველაფერი გამძლე, სწორი და გამოზომილია. (დაუნგრეველზე მოგახსენებთ).

„ეს მღვდლების სენაკია, ეს კი ცოდვების მოსანანიებელი ოთახი“, თითქოს თავისი თვალით უნახავთო, ისე დაწვრილებით მოგიყვებიან ყველაფერს. შემდეგ ხელს ხელზე შემოჰკრავენ და წამოიძახებენ: „ეს უზარმაზარი ქვები ამ სიმაღლეზე როგორ აიტანეთ!“

თქვენ განუმარტავთ, რომ ადამიანს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა წარმოდგენა ამწეზე და მის მაგვარ საშუალებებზე, მაგრამ რადგან მათ დღესაც კი არ ესმით ამწის მნიშვნელობა, ვერაფერს იგებენ. გუმბათები ქვებით გადაუხურავთ, სოფლელები მას „ქვის ყავარს“ უწოდებენ, ბრტყელი, სწორი, ძალიან განიერი ქვებია. ქვები ერთმანეთისთვის მიუდვიათ და შეერთების ადგილები კი ზემოდან ღარის ფორმის ქვებით დაუფარავთ. ქვის ეს საფარი, რომელიც ვერტიკალურ ზოლებად დაუყვება გუმბათს, გრძელი და სწორია. აშკარაა, რომ ქვის თლის დიდი ოსტატები ყოფილან. რა ხელმა გამოთალა ნეტავი ეს ქვები ასე ნატიფად და დახვეწილად?

წინაპრებისაგან გაგონილს ყველას უამბობენ. „აქედან ოთხი საათის სავალზე, ყარაქოიში, ქვის ცნობილი ოსტატები ყოფილან. ქვის საბაოც ძირითადად იქ ყოფილა. ეკლესიის ხუროთმოძღვარს უანგარიშია, დაუთვლია, აუღია თავისი დავთარი და წასულა ყარაქოიში: ამ სიგრძის და ამ სიგანის, ამდენი და ამდენი ცალი ქვა ამდენ და ამდენ დღეში მინდაო, უთქვამს. ქვის მჭრელებს ერთი კი აუკაპიწებიათ ხელები და... როცა დაუმთავრებიათ, ხუროთმოძღვრისათვის ხალხი უთხოვიათ და გადაუზიდვინებიათ. ქვის მზიდავები თითო ნაბიჯის ინტერვალით ჩამწკრივებულან და ქვები სულ ხელიდან ხელში გადაცემით გადაუტანიათ. ბოლოს ხუროთმოძღვარს უთქვამს, ერთი ქვა აკლია და ვერ მივიღებო. უძებნიათ და ბუჩქებში უნახავთ. თურმე ერთ-ერთი მუშა დაღლილა და ქვა იქ დაუტოვებია. ხედავ შენ ხუროთმოძღვარს! ერთი იფიქრე, ბატონო, ჯერ საძირკველიც არ ჩაუყრია და უკვე იცის, როგორი იქნება, რამდენი ცალი ქვა დასჭირდება, წვრილად იცის ყველაფერი!“ კიდევ ერთხელ ხელი ხელს შემოჰკრავენ და უკვირთ. საქმე მარტო ამ დანგრეული ეკლესიის ქვების დატაცებით არ მთავრდება. ჟანდარმერიის უფროსის სახლის მშენებლობის შემდეგ, ეს ქვები სკოლის მშენებლობაშიც გამოუყენებიათ. იმასაც ამბობენ, რომ ჯევიზლის მეჩეთიც კი, ნაწილობრივ ამ ქვებით არის აშენებულიო. გამოვდივართ და გარედან ვუყურებთ. გუმბათის წვერზე პატარპატარა ბუჩქები გაჩენილა, ხეები თავისი ფესვებით ქვის შენობის დახეთქვას ცდილობენ უკანა მხარეს, ყველაზე მაღალ წერტილში, მოჩანს ცხვრის ბარელიეფი - წინა ორ ფეხზე ჩაჩოქილა და თავი წინ წაუწევია, სამხრეთისაკენ, სადღაც შორს იყურება. საოცარი სტილია, დღევანდელ ხის ძეგლებს მოგვაგონებს. ცოტა შელახულია, მაგრამ თავის სათქმელს მაინც ამბობს.

სარდაფები, მიწის ქვეშ, ბაღჩის ნახევრამდეა გაწოლილი, სოფლი დაწყებითი სკოლა ეკლესიასთან ძალიან ახლოსაა. კაცი შეხედავს ხან ერთს, ხან მეორეს და ქვეცნობიერად ადარებს მათ. სკოლის საპირფარეშო ეკლესიის ძირშია მოთავსებული. იმდენი უთხრიათ საპირფარეშოებისათვის საჭირო ორმოები, რომ სარდაფებამდე ჩაუღწევიათ. სარდაფებზე კი უბრალოდ დაუფხაჭნიათ „WC“ სიმბოლო.

საინტერესოა კამათი იმის შესახებ, თუ რამდენად წინ წავიდა ადამიანის შეგნება-ცივილიზაცია. იქნებ ამ ეკლესიის ქვებმაც, ეგვიპტის პირამიდების მსგავსად, მონების ზურგზე გადაიარა. მისი მშენებლობისას, ვინ იცის, რამდენი უენო, უუფლებო ადამიანი დასახიჩრდა და დაიღუპა. ზოგჯერ მაინც გაიხსენეთ გზისაგან, ზღვისაგან, დიდი ცენტრებისაგან მოშორებული, დედამიწის ამ პატარა ნაწილში მდებარე დანგრეული ეკლესია. მის გარშემო, მის გვერდით არსებული სოფლის სახლები, სოფლის გზები, წყაროები, სოფლის ხიდები. გაიხსენეთ სოფლის ეს ძველი თუ ახალი ნაგებობანი. სკოლებზე იფიქრეთ. შეხედეთ, ჯევიზლის სკოლა, 1930 წელს რომ აშენდა, დღეს ინგრევა. მამასახლისი მწარედ განიცდის ამ ამბავს: „სანამ ბავშვებს თავზე ჩამოემხობათ, იქნებ ვუშველოთ რამე, მივიდეთ, ვთხოვოთ მთავრობას, ან იქნებ ვინმემ გამოგვიწოდოს დახმარების ხელი, ნეტავ არ დაგვეხმარებიან?!“.

7,221 views
278 faves
21 comments
Uploaded on May 13, 2025
Taken on May 12, 2025