Back to photostream

პირიმზე (Diphelypaea coccinea)

Diphelypaea (Nicholson) occur in the Caucasus, Crimea and Western Asia ( Turkey and Iran). D. coccinea is an achlorophyllous obligately parasitic perennial herbaceous plant up to 30-50 cm in height. The stem is unbranched, red to reddish brown, ending in a single flower of a bright red color. D. coccinea parasitizes the roots of plants of the genus Psephellus.

 

++++++++++++++++++++++++++++++++++++++

 

პირიმზე (ლათ. Diphelypaea coccinea) — ბალახოვანი მცენარე კელაპტარასებრთა ოჯახისა. პარაზიტია, მეტწილად გვირილებზე და რთულყვავილოვანთა ოჯახის სხვა მცენარეებზე სახლობს. მისი ფოთლები დაკნინებულია და ღეროს ქვედა ნაწილში გადაქცეულია ყავისფერ ქერქლებად, ფესვები კი — მისაწოვრებად.

15-40 სმ სიმაღლის ჩხირის მსგავს და ამართულ დაუტოტავ ღეროზე ყოველთვის მზისკენ მიმართული მხოლოდ ერთი ლალისფერი ყვავილი ზის.

გავრცელებულია ქართლსა და კახეთში, მთის ქვედა სარტყლიდან შუა სარტყლამდე. გვხვდება კლდეზე, ველზე და ზოგჯერ ბუჩქნარებში. თბილისის მიდამოებში ჩიბუხას ეძახიან.

 

სწორედ ეს არის პირიმზე ვაჟას ამ ცნობილი ლექსიდან:

„ბუნება მბრძანებელია,

იგივ მონაა თავისა,

ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,

ზოგჯერ მქმნელია ავისა,

ერთფერად მტვირთველი არის

საქმის თეთრის და შავისა;

საცა პირიმზეს ახარებს,

იქვე მთხრელია ზვავისა…“

 

პოემა „სტუმარ-მასპინძლის“ ფინალშიც გვხვდება ეს ყვავილი იმ ადგილას, სადაც ჯოყოლა მოკლეს:

„მხოლოდ მდინარის ხმა ისმის,

დაბლა მიქანავს ხველითა

და უფსკრულს დასცქერს პირიმზე

მოღერებულის ყელითა…“

975 views
50 faves
1 comment
Uploaded on May 26, 2022
Taken on May 25, 2022