„ბლოგერების სახლი“ დაინტერესებული პირების როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობასა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას გულისხმობს.

ახალი ინტერნეტ-პლატფორმა საშუალებას მოგცემთ არსებული და ახალი ბლოგები ერთად იხილოთ თავმოყრილი.

მრავალფუნქციური ვებ-გვერდი საშუალებას გაძლევთ გააცნოთ საზოგადოებას თქვენი შეხედულება მიმდინარე მოვლენებთან, სიახლეებთან, თქვენთვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.

ახალგაზრდა, ნიჭიერი დამწყები ბლოგერები უკეთ გაეცნობით ბლოგის სპეციფიკას და უკეთ აითვისებთ სოციალური მედიის ყველა კომპონენტს.

მრავალფუნქციური ვებ-გვერდი შესაძლებლობას მისცემს ყველა ბლოგერსა თუ დაინტერესებულ ადამიანს გააცნოს საზოგადოებას თავის შეხედულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ამ პროექტის საშუალებით დამწყებ ბლოგერებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბლოგის სპეციფიკას, გაეცნონ სხვა უკვე გამოცდილი ბლოგერების ნაწერებს, რაც ხელს შეუწყობს უკეთ აითვისონ სოციალური მედიის ყველა კომპონენტი.

საიტზე პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაიცემა „ბლოგერთა სახლში“ გამართული შეხვედრები და დისკუსიები, შემდგომ ისინი დაარქივდება და ვიდეოს სახით ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უყუროს მისთვის საინტერესო გამოსვლასა თუ დისკუსიას. ვიდეო-რესურსების გამოყენება საშუალებას იძლევა, პროექტის ფარგლებში გამართული აქტივობები ხელმისაწვდომი გახდეს არამხოლოდ ბლოგერთა სახლში მოსული სტუმრებისთვის, არამედ ყველა ინტერნეტმომხმარებლისთვის, რაც ერთიორად ზრდის პროექტში პირდაპირ თუ ირიბად ჩართული ადამიანების რაოდენობას.

Welcome..

Read more
  • JoinedApril 2012
  • Current cityTbilisis
  • CountryGeorgia

Testimonials

Nothing to show.