შეხვედრა კახეთის მხარეში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (21/11/24)NALAG Hosts Working Meeting with Kakheti Region Civil Society Organizations on Gender Equality
by tkereselidze
GEO/ENG
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვუნულმა ასოციაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა კახეთის მხარეში გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ორგანიზაციებთან.
შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა, სადაც რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
მონაწილეებმა ასევე საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს.
სამუშაო შეხვედრა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მოეწყო, ორგანიზებული იყო ათეა-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით, პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.
The National Association of Local Authorities of Georgia held a working meeting with regional civil society organizations focused on gender equality and women's empowerment in the Kakheti region.
A discussion was held during the meeting, where representatives of regional organizations shared challenges related to their activities. Participants also presented their own recommendations.
The working meeting, held in Telavi Municipality, was organized in cooperation with NALAG and UN Women within the framework of the project “Women's Leadership for Democracy in Georgia,” funded by the Government of Norway and the Swiss Agency for Development and Cooperation.